მუნიციპალური განვითარების ფონდმა მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ საბირქენდში 450 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობა დაასრულა
მუნიციპალური განვითარების ფონდმა მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ საბირქენდში 450 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობა დაასრულა. პროექტი საქართველოს მთავრობამ 6-ს ნახევარი მილიონი ლარით დააფინანსა. საბირკენდის სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა და სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. მუნიციპალური განვითარების ფონდმა, მარნეულის მუნიციპალიტეტში, ჯამში 8 სკოლის მშენებლობა და 2 სკოლის რეაბილიტაცია განახორციელა.
