კვორუმის არ არსებობის გამო ზუგდიდის მერის 2022 წლის ანგარიში გადაიდო
კვორუმის არ არსებობის გამო, ზუგდიდის მერის 2022 წლის ანგარიში გადაიდო. ანგარიშის წარდგენას პოლიტიკური ბოიკოტის ნიშნად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის არც ერთი წევრი არ დაესწრო. ენმ-ს ბოიკოტის ერთ -ერთი მიზეზი მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობაა. საკრებულოს რიგგარეშე სხდომას ,სადაც მერს თავისი საქმიანობის 1 წლის ანგარიში უნდა წარედგინა ასევე არ ესწრებოდა გახარიას პარტიის 1, ხოლო "ქართული ოცნების" 2 წევრი. პარტიები აცხადებენ, რომ დეპუტატები სხდომას ობიექტური მიზეზებით ვერ დაესრწნენ, ხოლო პასუხისმგებლობას "ნაციონალურ მოძრაობას" აკისრებენ და აცხადებენ რომ პარტიას უნდა გამოეჩინა პოლიტიკური ნება და პარტიის რამდებიმე ქევრი მაინც დასწრებოდა სხდომას. მათივე განცხადებით, ყველა პარტია ანგარიშვალდებულია მოსახლოების წინაშე. რაც შეეხება ანგარიშის მოსმენას, რეგლამენტის მიხედვით, ზუგდიდის მერმა, მამუკა წოწერიამ ანგარიში დეპუტატებს კვირის ბოლომდე შეკრებილი კვორუმის პირობებში უნდა წარუდგინოს.
