ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა 14 საკითხი განიხილეს. განსახილველ საკითხებს შორის იყო საკითხი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს „500 ჯორჯია, ვენჩერულ საინვესტიციო ფონდში“ მონაწილეობასთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ ინოვაციური ბიზნესის განვითარებამ მიაღწია იმ საფეხურს, როდესაც გლობალური მასშტაბის მოთამაშეები ქართულ სტარტაპ-ეკოსისტემაში ინვესტირებით ინტერესდებიან. განსახილველ საკითხთა შორის იყო ასევე საქართველოს მთავრობის განკარგულების რამდენიმე პროექტი, რომლებიც საქართველოში ქარის, მზისა და ჰიდრო-ელექტროსადგურების განვითარებას ეხება.
