პრეზიდენტი ელჩების კონფერენციას არ დაესწრო
პრეზიდენტი, ელჩების კონფერენციას არ დაესწრო. რატომ? ამის შესახებ, სალომე ზურაბიშვილის ადმინსტრაციამ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა. სახელმწიფო და დიპლომატიური პროტოკოლის საყოველთაოდ აღიარებული და დამკვიდრებული წესების უხეში დარღვევა დაუშვებელია და ამ ფაქტს, ადგილი ჰქონდა ელჩების კონფერენციის გახსნის ღონისძიებაზე და გამოიხატა ღონისძიების მასპინძლის მხრიდან, საქართველოს პრეზიდენტისთვის კონფერენციაში მონაწილეობის დროს, მისი სტატუსის შესაბამისი ადგილის არგანსაზღვრაში - ნათქვამია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ განცხადებაში.
