პრემიერი დიპლომატებს შეხვდა
ელჩების კონფერენციის გახსნის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საგარეო საქმეთა მინისტრთან ილია დარჩიაშვილთან ერთად, ქართველ დიპლომატებთან შეხვედრა დახურულ ფორმატში გამართა. მთავრობის მეთაურმა დიპლომატებთან, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები მიმოიხილა და მათ კონკრეტული დავალებები მისცა.
