კომუნიკაციების კომისიის მედიალაბმა სტარტაპ იდეების კონკურსის „იდეადრომის“ გამარჯვებული გუნდი გამოავლინა
კომუნიკაციების კომისიის მედიალაბმა სტარტაპ იდეების კონკურსის „იდეადრომის“ გამარჯვებული გუნდი გამოავლინა. Stori AI სთორი ეი კონკურსის გამარჯვებული სტარტაპია, რომელმაც მედიალაბისგან ფულად ჯილდოსთან ერთად, გლობალურ ასპარეზზე გასასვლელად ცოდნა და გამოცდილება მიიღო. კონკურსის ფარგლებში მონაწილე სტარტაპ გუნდებმა, ერთკვირიანი გადამზადება გაიარეს და გამოცდილ მენტორებთან ერთად, საკუთარი იდეების დახვეწასა და განვითარებაზე იმუშავეს.
