ქართული ფულის ისტორია
კოლხური თეთრი უფრო ძვირფასია, ვიდრე უბრალოდ ფული. ის არის, ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე არქაული სიმბოლო, ჩვენი ისტორიისა და პოლიტიკურ-კულტურული ყოფის მემატიანე, ამსახველიც და გამავრცელებელიც. კოლხური თეთრის გზა გრძელია და ამ დრომდე უწყვეტი, თუნდაც საკოლექციო მონეტის სახით. მის რელიეფზე არაერთი სიმბოლოა უკვე გამოსახული და არაერთი გამოსახვას ელის. ასე მაგალითად, საქართველოს ეროვნული ბანკის დაკვეთით, ნიდერლანდების სამეფო ზარაფხანაში მალე კიდევ ერთი მეფის გამოსახულებიანი მონეტა გამოიჭრება. რომელი ეპოქის ამსახველი საკოლექციო მონეტა შეემატება ნუმიზმატთა კოლექციას, ხატია იობიძის რეპორტაჟიდან შევიტყობთ.
