გამონაბოლქვის კონტროლი - ჯარიმა გარემოს დაბინძრებისთვის
გასულ კვირას გიამბეთ, რომ მომავალი წლიდან ტექდათვალიერება მკაცრდება, რადგან გარემოს დაბინძურების მთავარი წყარო ძირითადად გამონაბოლქვზე მოდის. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ სუფთა ჰაერისა და ბუნების მთავარი გასაღები მხოლოდ გამართული ავტომაქანების ხელშია. არის უამრავი სხვა დეტალიც, რაც ცივილიზაციის განვითარებას თან მოაქვს, მაგრამ ამ მონაპოვარისთვის კაცობრიობა საკმაოდ ძვირ ფასსაც იხდის. ეს ფასი ეკოლოგიაა, რომლის გარეშეც თითოეული ჩვენგანის კეთილდღეობა და არსებობა წარმოუდგენელია. თანაც მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ ტექნოლოგიებით ბუნებაზე გამარჯვებებისთვის, თავად ბუნებაც ადრე თუ გვიან რაღაც დოზით შურს იძიებს. ეს პროცესი რომ დრამატული შედეგით არ დასრულდეს, ამისთვის მუდმივი მონიტორინგი, კონტროლი და რეგულაციები წესდება. ანუკი ჩხიკვაძე დაინტერესდა, რა სიახლეებს უნდა ველოდოთ გარემოს დაცვით პოლიტიკაში?
