სადებიუტო კონცერტი
აბრეშუმის ფაბრიკის სტუდიამ ახალი მუსიკალური პროექტის ატმოსფერული კონცერტების პირველ საღამოს უმასპინძლა. სადებიუტო კონცერტი ამპლიტუდის ანსამბლმა გამართა, რომელიც ცნობილ ქართველ მუსიკოსებს აერთიანებს. ისინი კლასიკური მუსიკის ამ განსაკუთრებული საღამოსთვის შეიკრიბენენ. თეატრალიზებულ საკონცერტო საღამოზე მაყურებელმა ვივალდის მუსიკა და ტრადიციული იაპონური დასარტყამი ინსტრუმენტების მინიატურები მოისმინა.
