ჩინეთში კოვიდ ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა უპრეცედენტო ციფრს მიაღწია
ჩინეთში კოვიდ ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა უპრეცედენტო ციფრს მიაღწია. სააგენტო „ბლუმბერგის“ მონაცემებით, 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ინფიცირების 37 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა. პირველიდან ოც დეკემბრამდე ჩინეთში კორონავირუსით 248 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, რაც ქვეყნის მოსახლეობის 18 პროცენტს შეადგენს. „ბლუმბერგის“ მიერ გამოქვეყნებული მონაცემები განსხვავდება ჩინეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკისგან, რომლის მიხედვითაც, ყოველ დღიურად ქვეყანაში 7 ათასამდე შემთხვევა ფიქსირდება.
