გოგი თრაძის ფილმის „სანიპერის“ პრეზენტაცია
კინოს სახლში კინო რეჟისორ გოგი თორაძის ფილმის „სნაიპერი“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელშიც აღწერილია ლეგენდარული სპორტსმენისა და ოლიმპიური ჩემპიონის, ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძის კარიერა. ფილმი ავსტრალიის კინო ფესტივალზე იყო წარდგენილი და მთავარი პრიზი მოიპოვა. ნინო სალუქვაძე ოლიმპიადის გამარჯვებული და ორ გზის ბრინჯაოს პრიზიორია. მან ოქროს მედალი 1988 წელს სეულში მოიპოვა. გარდა ამისა მას მსოფლიო ჩემპიონატი 6-ჯერ, ხოლო ევროპის ჩემპიონატი 4-ჯერ აქვს მოგებული.
