რომეო მიქაუტაძე „თელასში“
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე კომპანია „თელასს“ ეწვია და ზამთრის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო. კომპანიის ხელმძღვანელობასთან ერთად, მინისტრის მოადგილემ დაათვალიერა „თელასის“ ცენტრალური სადისპეჩერო, რომელიც ემსახურება ელექტრო ენერგიის მიწოდების კონტროლს ქვე სადგურებში მაღალი ძაბვის ხაზების საშუალებით. აღინიშნა, რომ ამჟამად მიმდინარეობს ცენტრალური სადისპეჩეროს მოდერნიზებისა და თანამედროვე სისტემის დანერგვის სამუშაოები, რომელიც მართვას უფრო სრულყოფილს გახდის. ახალი სისტემის დანერგვა 2024-ი წლისთვის დასრულდება. „თელასში“ სტუმრობისას, მინისტრის მოადგილე კომპანიის წლის საუკეთესო თანამშრომლებს შეხვდა.
