„ახალი წლის დღეები 2023“
პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებული საახალწლო ღონისძიებები “ახალი წლის დღეები საქართველოში", ქვეყნის 63 ქალაქში, დღეს დაიწყო და 13 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. ყველა მუნიციპალიტეტში მოეწყობა საშობაო ბაზრობები, გამოფენა გაყიდვები, საბავშვო გასართობი სივრცეები. ტერიტორიაზე განთავსებული იქნება ხის საახალწლო სახლები, ფოტო გადასაღები სტენდები და ინსტალაციები. საახალწლო ღონისძიებები დაიწყო ოზურგეთში. დარჯან ჩხიკვაძე გვიერთდება დეტალებით პირდაპირ ეთერში.
