თემურ ჯანაშიამ შიმშილობა შეწყვიტა
ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თემურ ჯანაშიამ შიმშილობა შეწყვიტა. მას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ექიმებმა შიმშილობის შეწყვეტის რეკომენდაცია მისცეს და ის რეაბილიტაციას სახლში, სპეციალური კვების რეჟიმით გაივლის. რაც შეეხება კიდევ ერთ მოშიმშილე დეპუტატს, ანა წითლიძეს, პარტიაში აცხადებენ, რომ ექიმების რჩევის მიუხედავად ის შიმშილობას განაგრძობს. ამასთან, როგორც პარლამენტის პრეს სამსახურში აცხადებენ, ანა წითლიძე მუდმივად ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა.