საახალწლო ღონისძიება
საქართველოს პრემიერ მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით მესტიაში დღეს წინა საახალწლო ზეიმი გაიმართება. დილიდან აქტიურად მიმდინარეობს სამზადისი, ეწყობა საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, ტერიტორიაზე განთავსებულია ხის საახალწლო სახლები, ფოტო გადასაღები სტენდები და ინსტალაციები. საქართველოს რეგიონებში სახალწლო ღონისძიებები დღეს მესტიიდან აიღებს სტარტს. მესტიაში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები გაიმართება, რომელიც ყველა თაობის ადამიანისთვისაა გათვლილი.
