წინასაახალწლო ზეიმი
ორბელიანის მოედანზე „საახალწლო სოფელი“ საზეიმოდ გაიხსნა. თბილისის მერიის ინფორმაციით, ტერიტორია, რომელიც ორბელიანის მოედნის გარდა მოიცავს 9 აპრილის ბაღს და ათონელის ქუჩას, 13 იანვრის ჩათვლით პატარებისთვის და არა მარტო მათთვის, ჯადოსნურ სივრცედ იქცევა. „საშობაო სოფლის“ გახსნას დედაქალაქის მერი, კახა კალაძე, ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე დაესწრნენ.
