„ქართული ხმების“ კონცერტი
კათოლიკოს პატრიარქის აღსაყდრების 45 და დაბადებიდან 90 წლის იუბილეს აღსანიშნავად სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში ქართული ხმების კონცერტი გაიმართა. ასევე სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში წარმოდგენილი იყო თამარ მეფის სახელობის პროფესიული კოლეჯის მოსწავლეების მიერ შესრულებული ნამუშევრები.
