თეა წულუკიანის განცხადება
არ ვიცით, რას გააკეთებს სასამართლო. რასაკვირველია, ეს დაუჯერებელია „ნაციონალური მოძრაობისთვის“, რომელსაც ჩექმის ქვეშ ჰყავდა სასამართლო ხელისუფლება, მაგრამ ხელისუფლებამ, მათ შორის მე, არ ვიცით, რას იზამს სასამართლო. ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, სააკაშვილის ვითომ გულშემატკივრებს ჰგონიათ, რომ, რაკი სხვა რესურსი აღარ აქვთ, სააკაშვილით უნდა ითამაშონ.
