კონტრტერორისტული სტრატეგია
ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი და შესრულების მონიტორინგის უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისიის მეექვსე სხდომა გაიმართა. შეხვედრა კომისიის თავმჯდომარემ გრიგოლ ლილუაშვილმა გახსნა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა მსოფლიოში, რეგიონსა და ქვეყანაში არსებული კონტრ-ტერორისტული ვითარება შეაფასა და ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ განხორციელებულ აქტივობებზე, გაწეულ ძალისხმევასა და საერთაშორისო პარტნიორებთან წარმატებულ თანამშრომლობაზე.
