სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოს მხარდამჭერი პროგრამის პირველი მიმოხილვა დაასრულა
სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ, საქართველოს მხარდამჭერი პროგრამის პირველი მიმოხილვა დაასრულა. ირკვევა, რომ ქვეყნისთვის დაახლოებით 40 მილიონი დოლარი გახდა ხელმისაწვდომი. სავალუტო ფონდი მიმდინარე წელს საქართველოსთვის ათ პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. გარდა ამისა, ფონდის შეფასებით, ქვეყანაში გატარებული ეკონომიკური რეფორმები ხელს შეუწყობს ეკონომიკური ზრდის გაგრძელებას, სამუშაო ადგილების შექმნასა და დასაქმებას.
