პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართა
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი: საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2022 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის ანგარიში და ევროპული საბჭოს 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით არსებული მდგომარეობა შეაჯამეს. ასევე განიხილეს, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები. მოისმინეს ინფორმაცია ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების და გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ. სხდომაზე წარადგინეს ინფორმაცია ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მხრივ საქართველოს პარლამენტის მიერ გაწეული ძალისხმევის შესახებ, როგორც რეკომენდაციების შესრულების პროცესის მიმდინარეობის, ასევე საკანონმდებლო დონეზე, უკვე განხორციელებული და დაგეგმილი ცვლილებების შესახებ.
