რუსთავის საკრებულომ 2023 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარი ერთხმად დაუჭირა
რუსთავის საკრებულომ 2023 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარი ერთხმად დაუჭირა. ახალი ბიუჯეტი 87 მილიონ 367 ათას 700 ლარით განისაზღვრა. საწყისი ბიუჯეტი წინა წლის საწყის ბიუჯეტთან შედარებით 6 მილიონი ლარით არის გაზრდილი. პრიორიტეტები კვლავ ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტებია.
