ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის შერჩევის მიზნით პრემიერმა ბრძანება გამოსცა
ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის შერჩევის მიზნით პრემიერმა ბრძანება გამოსცა. ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად უკვე გამოცხადდა კონკურსი და შეიქმნა შესაბამისი კომისია , რომლეშიც შედიან მთავრობის, პარლამენტის, უზენაესი სასამართლოს, გენერალური პროკურატურისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლები. ბრძანების მიხედვით, კანდიდატების შესარჩევი კონკურსის გამოცხადებიდან, ერთი კვირის ვადაში პრემიერ-მინისტრს საკონკურსო კომისიის წევრობის კანდიდატები უნდა წარედგინოს. კონკურსში მონაწილეობის პირობების, კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო განცხადების წარდგენის ვადისა და წესის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ვებგვერდზე საკონკურსო კომისიის პირველი სხდომის გამართვიდან ერთი კვირის ვადაში გამოქვეყნდება.
