მზადება მსოფლიო ჩემპიონატისთვის
თავისუფალი სტილით სრიალში თხილამურებითა და სნოუბორდით საქართველოში დაგეგმილ მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით პრემიერის ხელმძღვანელობით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე განიხილეს ჩემპიონატის საორგანიზაციო და მოსამზადებელი საკითხები. აღინიშნა, რომ ბაკურიანში მოეწყო მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, რათა კურორტი სრულ მზადყოფნაში იყოს მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის. ამ დროისთვის უკვე დარეგისტრირებულია 2000-მდე საერთაშორისო სტუმარი, რომელიც ბაკურიანში 42 ქვეყნიდან ჩამოვა.
