2023 წლის ბიუჯეტს განიხილავენ რუსთავის საკრებულოს სხდომაზე
2023 წლის ბიუჯეტს განიხილავენ რუსთავის საკრებულოს სხდომაზე. ქალაქის მომავლი წლის ბიუჯეტი პირველადი ვერსიით 87 მილიონი ლარით არის განსაზღვრული, თუმცა პირველი მოსმენის შემდეგ დოკუმენტი შესასწორებლად მერიას უკან დაუბრუნდა. ცნობილია , რომ ბიუჯეტის პროექტს ამ დრომდე მხარს არ უჭერს რუსთავის საკრებულოს ოპოზიცია.
