სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდმა ბილიარდის ეროვნულ ფედერაციასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდმა ბილიარდის ეროვნულ ფედერაციასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. 24-25 დეკემბერს ფონდის მხარდაჭერით თბილისში ჩატარდება წლის შემაჯამებელი ტურნირი „გრანდ ფინალი“, სამომავლოდ კი საერთაშორისო შეჯიბრების ჩატარებაც არის დაგეგმილი. ბილიარდის ფედერაცია მეთორმეტე სპორტული ორგანიზაციაა, რომელიც სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის პარტნიორი გახდა.
