საქართველოს ავტოსპორტის ფედერაციამ 2022 წელი შეაჯამა
საქართველოს ავტოსპორტის ფედერაციამ 2022 წელი შეაჯამა და სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები გამოავლინა. წლის საუკეთესო ავტომრბოლელი სანდრო თავართქილაძე გახდა, რაც შეეხება წლის საერთაშორისო მიღწევას - ფია მოტოსპორტ გეიმსზე წარმატებული გამოსვლისთვის და მოპოვებული ბრინჯაოს მედლებისთვის ირინა ონაშვილი და მევლუდ მელაძე გამოარჩიეს. ღონისძიებაზე საქართველოს ავტოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტმა მომდევნო წლის კალენდარი მიმოიხილა და არაერთი საინტერესო პროექტი დააანონსა.
