პოლიციამ კასპის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთიvადამიანი დააკავა
პოლიციამ კასპის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცმა ძმის ცოლს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სანადირო თოფით თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. უწყების ცნობით, დანაშაული 10-დან 15-წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
