ყოფილი თანამდებობის პირები მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
ყოფილი თანამდებობის პირები მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადება ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გამოაქვეყნა , სადაც ნათქვამია, რომ „ ჩვენ არ განვიხილავთ პრეზიდენტ სააკაშვილის ბრალეულობის საკითხს. ჩვენ ვამბობთ: კონსტიტუციით სიკვდილით დასჯა აკრძალულია, ისევე როგორც წამება, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა. ეს ასევე გამომდინარეობს საქართველოს მიერ აღიარებული საერთაშორისო ნორმებიდან" ვკითხულობთ განცხადებაში , რომელსაც ხელს აწერს 130 ადამიანი მათ შორისაა ყოფილი ხელისუფლების ერთ-ერთი მაღალჩინოსანი დავით კეზერაშვილი.
