თბილისის ერთ-ერთი ბაზრიდან ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი ოდენობით ცხენის ხორცი
თბილისის ერთ-ერთი ბაზრიდან ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი ოდენობით ცხენის ხორცი , დაკავებულია ორი ადამიანი. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში აღმოჩენილია კუსტარულად მოწყობილი სასაკალო , სადაც შესაბამისი პროცედურების დაცვის გარეშე ცხენისა და ვრისი ხორცს ამუშავებდნენ და თბილისის ბაზარში ყიდდნენ. გამოძიებამ ასევე აღმოაჩინა დასაკლავად გამაზდებული ცხენები.
