წალენჯიხის მერი საპატრულო პოლიციამ ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის გამო დააჯარიმა
რითი ამახსოვრებს თავს საზოგადოებას წალენჯიხის ოპოზიციონერი მერი, რომელიც ადგილობრივებს პირდებოდა, რომ მუნიციპალიტეტს „რეგიონულ ჰაბად“ აქცევდა. გია ხარჩილავა სამართალდამცველებმა კანონდარღვევისთვის გააჩერეს. ალკოტესტის გავლის შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ ის ავტომობილს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა. საპოლიციო ღონისძიება თავად ხარჩილავას შეფასებით გადაჭარბებული იყო. წალენჯიხის საკრებულოში, კი სადაც მერის საქმიანობაზე ბევრს ვერაფერს ამბობენ, აღნიშნავენ რომ გია ხარჩილავას გარშემო განვითარებული მოვლენები აღარ უკვირთ.
