მსჯავრდებული სააკაშვილის სპეკულაცია უკრაინულად
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინელად მიიჩნევს თავს. ასე წარსდგა მიხეილ სააკაშვილი მოთხოვნილი დისტანციური ჩართვით საკუთარ პროცესზე. პატიმრის მიმართვისგან განსხვავებით ხანგრძლივი იყო ექსპერტ-ფსიქიატრის გამოსვლა. ამერიკელმა სპეციალისტმა მსჯავრდებულის მოწამვლის შესახებ ისაუბრა და დიაგნოზად დემენცია განსაზღვრა. რასაც გათავისუფლების საფუძვლად მიიჩნევს. პარალელურად პროფესიით ფსიქიატრი ინტოქსიკაციას ვერ ასაბუთებს და ადასტურებს, რომ მის მიერ ნახსენები დაავადება არ იკურნება.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ქართველიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
