2022 წლის ბოლოს კანონმდებლებს ევროპული რეკომენდაციების უმრავლესობა შესრულებული აქვს
2022 წლის ბოლოს კანონმდებლებს ევროპული რეკომენდაციების უმრავლესობა შესრულებული აქვს, თუმცა რეკომენდაციების შესრულების პროცესი მომავალ წელსაც გაგრძლდება. ორ კანონპროექტზე პარლამენტი, ვენეციის კომისიის დასკვნას ელოდება, კანონპროექტებზე კი, რომელიც ჩავარდა, მმართველი გუნდი პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებს.
