მძიმე ბრალდებები ალექსანდრე გეჯაძის წინააღმდეგ
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი დამოუკიდებელ ექსპერტს ექსპერტიზის დასკვნის გაყალბებაში ადანაშაულებს. საუბარია ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე. ბრალდებას უარყოფს ალექსანდრე გეჯაძე. დამოუკიდებელი ექსპერტისთვის გაუგებარია, რაში დასჭირდა შალვა ხაჭაპურიძეს ასეთი ცილისწამება. ალექსანდრე გეჯაძის თქმით, თუ ხაჭაპურიძეს რაიმე ჩანაწერი აქვს, შეუძლია გაასაჯაროოს.
