პრემიერის ვიზიტი საუდის არაბეთში
ირაკლი ღარიბაშვილმა საუდის არაბეთის სამეფოში მშენებარე რეგიონის - ნეომის პროექტი და ძველი ქალაქი დირია დაათვალიერა . ირაკლი ღარიბაშვილს ქალაქის მშენებლობის მიმდინარეობისა და პროექტის დეტალების შესახებ ინფორმაცია საუდის არაბეთის სამეფოს ეკონომიკისა და დაგეგმვის მინისტრმა წარუდგინა. ნეომი მშენებარე რეგიონია საუდის არაბეთში, ტაბუკის პროვინციაში, რომლის სიგრძეც 170 კილომეტრია. პროექტით გათვალისწინებულია 460 000 სამუშაო ადგილის შექმნა და ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 48 მილიარდი დოლარით გაზრდა. ქალაქში გათვალისწინებულია სამუშაო, საცხოვრებელი და დასასვენებელი ადგილები. ფუტურისტულ, ხაზოვან ქალაქს არ ექნება გზები, არ ივლის მანქანები, არ იქნება გამონაბოლქვი და იმუშავებს 100 პროცენტით განახლებადი ენერგიით. ქალაქი უპირატესობას ანიჭებს ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას, ტრანსპორტირებისა და ინფრასტრუქტურის ნაცვლად. მთავრობის მეთაურმა, დელეგაციასთან ერთად, ასევე დაათვალიერა ძველი ქალაქი დირია,
