ბაკურიანში მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადება დასკვნით ეტაპზეა
აშენდა ახალი საბაგიროები, ხელოვნური გათოვლიანების სისტემები, წყლის ხელოვნური რეზერვუარები და ექვსი ტრასა. შეძენილია სპეციალური ტექნიკა. ჯამში განხორციელდა 265 მილიონი ლარის ინვესტიცია. თავისუფალი სტილით სრიალში თხილამურებითა და სნოუბორდში მსოფლიოს ჩემპიონატი ბაკურიანში 16 თებერვლიდან 5 მარტამდე ჩატარდება.
