შალვა პაპუაშვილმა, რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტის საქმიანობა შეაჯამა
მიღებულია 291 კანონი, მათ შორის 82, ევროპული რეკომენდაციების შესრულებას უკავშირდება. პაპუაშვილმა საპარლამენტო ზედამხედველობაზეც ისაუბრა. 20-ჯერ იყვნენ მთავრობის წევრები პარლამენტში, მათ შორის სამჯერ პრემიერ-მინისტრი. 13 მინისტრის საათი გაიმართა, შვიდი ინტერპელაცია. პარლამენტის თავმჯდომარემ საერთაშორისო ვიზიტებიც შეაჯამა.
