ევროპული რეკომენდაციები და საპარლამენტო საქმიანობა
ევროპული რეკომენდაციების პუნქტების უმრავლესობა შესრულებულია, თუმცა თვის ბოლომდე ყველა რეკომენდაციის შესრულება ვერ მოხდება. ორ კანონპროექტზე პარლამენტი ვენეციის კომისიის დასკვნას ელოდება, ის კი, რაც მათ შორის ოპოზიციაზეც იყო დამოკიდებული, ჩავარდა. მმართველი გუნდი პასუხისმგებლობას სწორედ ოპოზიციას აკისრებს.
