პრემიერ მინისტრის ვიზიტის შესახებ გამოქვეყნდა ერთობლივი განცხადება
ირაკლი ღარიბაშვილი განაცხადა, რომ რიადის კანდიდატურას მხარს დაუჭერს, უმასპინძლოს 2030 წლის მსოფლიო ექსპოს და გამოთქვა რწმენა, რომ საუდის არაბეთის სამეფოს შესწევს ძალა ჩაატაროს გამორჩეული საერთაშორისო გამოფენა ინოვაციების საუკეთესო დონის დემონსტრირებით და აღნიშნული გლობალური ღონისძიების ისტორიას, განსაკუთრებული გამოცდილება შესძინოს. მხარეები შეთანხმდნენ ორივე ქვეყანაში ტურიზმის განვითარების მნიშვნელობაზე. ასევე, უკრაინა-რუსეთის ომზე, მხარეები ხაზს უსვამენ დავის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის მნიშვნელობას და ვითარების ესკალაციის ყველა შესაძლო გზითა და საშუალებით შემცირების აუცილებლობას, რაც ხელს შეუწყობს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის აღდგენას.
