დონეცკში „როსკოსმოსის“ ყოფილი ხელმძღვანელი დაჭრეს
გავრცელებული ინფორმაციით სასტუმრო, სადაც როგოზინი სამხედრო მრჩევლებთან ერთად იმყოფებოდა, უკრაინელებმა დაბომბეს, რის შედეგადაც ის ზურგის არეში დაიჭრა. სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღეს მისმა თანმხლებმა პირებმაც, მათ შორის, დონეცკის დე-ფაქტო მთავრობის ხელმძღვანელმა, ვიტალი ხოცენკომ.
