"ერისიონის" კონცერტი
სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ერისიონი“ შვეიცარიის ტურნედან დაბრუნების შემდეგ წლის ბოლოს, ბოლო კონცერტს ქართველი მაყურებლისთვის დიდ საკონცერტო დარბაზში მართავს. "ერისიონი" განსხვავებულ პროგრამას თბილისის საკონცერტო დარბაზში, ორი დღის განმავლობაში წარმოადგენს. "ქართლ-კახური" ასე ეწოდება ნომერს, რომელიც ერისიონმა წლების წინ შექმნა და ამჯერად განახლებული მუსიკითა და ქორეოგრაფიით პირველად წარუდგენს მაყურებელს. ორსაათიან პროგრამას რომელიც ახალ და ძველ ცეკვებს, ასევე ტრადიციულ ხალხურ სიმღერებს აერთიანებს, მაყურებელი ხვალაც იხილავს.
სიუჟეტის ავტორი: შორენა კოპალეიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
