„საუკეთესო ტურისტული სოფლები"
„საუკეთესო ტურისტული სოფლები" - მესტია გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის პროექტის ერთ-ერთი გამარჯვებულია. დამოუკიდებელმა მრჩეველთა საბჭომ შემდეგი კრიტერიუმებით იხელმძღვანელა: კულტურული და ბუნებრივი რესურსები, ადგილობრივი კულტურის შენარჩუნება და ინფრასტრუქტურა. ამ აღიარებით ითქვა, რომ სვანეთის ამ გამორჩეულ ადგილას აქტიურად ვითარდება ტურიზმი და მესტიას აქვს პოტენციალი საზოგადოების ეკონომიკურ თუ სოციალურ კეთილდღეობაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ლორთქიფანიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
