სასტუმრო „ბუდაპეშტის“ პროექტზე შეთანხმება მიღწეულია
სასტუმრო „ბუდაპეშტის“ პროექტზე შეთანხმება მიღწეულია. კომპანიას კომპენსაციის სახით, სამ მილიონამდე დოლარი გადაეცემა. სანაცვლოდ ტერიტორია, სადაც სასტუმრო უნდა აშენებულიყო, ვაკის პარკს დაუბრუნდება. საუბარია თითქმის სამი ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე, რომელზეც 2013 წელს გიგი უგულავამ, მრავალსართულიანი სასტუმროს მშენებლობის შესახებ ნებართვა გასცა. თბილისის მოქმედი მერის განცხადებით, ვაკის პარკი რეკრეაციული სივრცეა და ის სასტუმროს მშენებლობა კატეგორიულად მიუღებელია.
სიუჟეტის ავტორი: მანანა გაბელია-22-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
