3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით ქვეყანაში უქმე დღეები გამოცხადდა
3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით ქვეყანაში უქმე დღეები გამოცხადდა. გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა მიიღო. შესაბამის დადგენილებას ხელი ირაკლი ღარიბაშვილმა უკვე მოაწერა. გადაწყვეტილება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულებ მოქალაქეებს ეხებათ. დადგენილებაში ასევე აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება არ ეხებათ იმ მოსამსახურეებს, რომელთა საქმიანობაც სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის, გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს.
