პასუხი უკრაინის საგარეო უწყების წარმომადგენელს
„უკრაინა არასდროს ჩარეულა და არც გეგმავს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას“. საგარეო უწყების პრეს-სპიკერის ეს განცხადება, ქართული ოცნებისათვის საყურადღებო გზავნილია. მმართველი გუნდის შეფასებით, ამით კიევი ოფიციალურად ამბობს, რომ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის სურვილი არ აქვს. თუმცა კარგი იქნება, თუ იმ განცხადებებსაც გაემიჯნებიან, რომელიც მანამდე ზოგიერთი უკრაინელი მაღალჩინოსნისგან ისმოდა.
