უმრავლესობის სხდომა
სახალხო დამცველის კანდიდატურების ირგვლივ ვერ შეთანხმების პარალელურად, ოპოზიციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევაც ჩააგდო. ამის შესახებ განცხადება ცოტა ხნის წინ ქართული ოცნების ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ მამუკა მდინარაძემ გააკეთა. მისივე თქმით, ხვალ პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე ორივე საკითხზე კენჭისყრები ფორმალურად გაიმართება.
