ჯუანშერ ბურჭულაძე სამმხრივი თავდაცვის მინისტერიალზე
სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში, თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტით მყოფი საქართველოს თავდაცვის მინისტრი , კოლეგებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს. პირველი შეხვედრა ჯუანშერ ბურჭულაძემ მასპინძელი ქვეყნის ეროვნული თავდაცვის მინისტრთან გამართა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა , თურქ კოლეგასთან ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და თურქეთს შორის თავდაცვის სფეროში წარმატებულ სტრატეგიულ თანამშრომლობაზე და თურქეთის მხარეს გაწეული მხარდაჭერისთვის, მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე კოლეგებმა, ორმხრივ და სამმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო ნატოსთან თანამშრომლობის საკითხებს, სამხედრო განათლებისა და საერთაშორისო სწავლების მიმართულებით კავშირების გაღრმავებას.
