"გაამწვანე თბილისის ბაგა-ბაღები"
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა და „ეკოსერვის ჯგუფმა,“ თბილისის ბაგა-ბაღების გამწვანების პროექტის ფარგლებში, შესაბამისი სამუშაოები დაიწყო. 169-ე საბავშვო ბაღში 150-მდე ძირი სხვადასხვა სახეობის ნერგი დაირგო. გამწვანების ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობდნენ ბაღის პედაგოგები და აღსაზრდელებიც.