"გორბის" კვლევაზე პოლიტიკური შეფასებები გრძელდება
"გორბის" კვლევაზე პოლიტიკური შეფასებები გრძელდება. მმართველი გუნდის განცხადებით, შედეგებმა აჩვენა, რომ ქართულ ოცნებას სწორი პოლიტიკა აქვს და ხელისუფლების გადაწყვეტილებებს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ეთანხმება. გორბის კვლევების მიხედვით, ქართული ოცნების რეიტინგი გაზრდილია და პარტიას არასაარჩევნო პერიოდში რეკორდული მაჩვნებელი 52 პროცენტი აქვს. ოპოზიციას კი მონაცემები არ მოსწონს და კვლევას უნდობლობას უცხადებს.
