მიხეილ სააკაშვილის მოწამვლა ცენტრ ემპათიის დასკვნითა და ამერიკელი ექსპერტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებითაც არ დასტურდება
მიხეილ სააკაშვილის მოწამვლა ცენტრ ემპათიის დასკვნითა და ამერიკელი ექსპერტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებითაც არ დასტურდება - ამის შესახებ პენიტენციური სამსახურის, სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი საუბრობს. მალხაზ ურთმელიძის განცხადებით, დასკვნაში ნახსენები ნივთიერებები, რომლებიც ყველა ადამიანის ორგანიზმში სხვადასხვა დოზით არსებობს, სააკაშვილის შემთხვევაში, დასაშვებ ნორმაზე ბევრად დაბალია. მმრთველი პარტიისთვის, ურჩი პაციენტის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი არადამაჯერებელია. სახელისუფლებო გუნდი ამბობს, რომ სააკაშვილის უფლებები, მათ შორის მისი ჯანმრთელობის უზრუნველყოფა, ბოლომდე დაცულია.
